ბლიცერატურა #3 - გიორგი კეკელიძე

By Vangogen Publishing - February 26, 2018

ლიტერატურული ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან. 

***

პირველი მხატვრული წიგნი, რომელიც მარტომ წაიკითხეთ.

გიორგი კეკელიძე: ცხადია, არ მახსოვს. სავარაუდოდ, ეს ლექსების რომელიმე კრებული იყო

პერსონაჟი / პერსონაჟები, რომლებიც მუდამ თქვენთან არიან...

გიორგი კეკელიძე: ჰეკლბერი ფინი, ალუდა ქეთელაური, ემილი

წიგნი, რომელმაც თვლით, რომ სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მოგცათ...

გიორგი კეკელიძე: შოთა რუსათაველის „ვეფხსიტყაოსანი’’ ჰერმან მელვილის „მობი დიკი’’, თომას მანი „ჯადოსნური მთა’’ ,  უილიამ ფოლკნერი „აბესალო, აბესალომ’’

პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებთ...

გიორგი კეკელიძე: სტაინბეკის კინო (ასე ჰქვია პერსონაჟს ნოველიდან ,,მარგალიტი’’). მიწიერ და მაღალ სურვილებს შორის გაჩხერილ ადამიანს, რომლის ცხოვრება სხვანაირ ლოგიკას გულისხმობს

ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შეცვლიდით...

გიორგი კეკელიძე: ბავშვობისას ვცვლიდი ხოლმე და ვაგრძელებდი. ახლა ეს ვნება აღარ მაქვს

წიგნი, რომლის შინაარსის დავიწყებასაც ისურვებდით, იმისთვის, რომ თავიდან წაგეკითხათ...

გიორგი კეკელიძე: ყველაზე საშინელი წიგნების შინაარსიც კი დაუვიწყარია.

ნაწარმოები, რომელსაც ფილმად გადაიღებდით...

გიორგი კეკელიძე: კლდიაშვილის მოთხრობებს გადავიღებდი. და კიდევ: აკაკი წერეთლის ბიოგრაფიას კენ რასელის თვალით.

ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...

გიორგი კეკელიძე: თუ პოეზია - გალაკტიონის - „..ქარი დასცხრა სიბობოქრის’’

თუ პროზა: გამსახურდიას „ზარები გრიგალში’’

წიგნი/ნაწარმოები, რომელიც გსურთ, რომ თქვენი დაწერილი იყოს...

გიორგი კეკელიძე: სერვანტესის ,,დონ კიხოტი’’.

რომელი მწერლის აღწერილ სამყაროს ამსგავსებთ თქვენსას? 

გიორგი კეკელიძე: მარკ ტვენისას. ო’ჰენრისას. გზებზეა.

რომელი ნაწარმოების პერსონაჟი იქნებოდით და რომელი პერსონაჟი?

გიორგი კეკელიძე: ჯეკ ლონდონის - მარტინ იდენი.

რომელი პერსონაჟის შეგშურებიათ ყველაზე მეტად, როდის და რატომ? 

გიორგი კეკელიძე: ტომ სოიერის, როცა კუნძულზე გაიპარა. სრული თავისუფლების მშურს.

  • Share:

მსგავსი სიახლეები

0 comments