რა მოხდა შერლოკ ჰოლმსის ცხოვრებაში 31 ოქტომბერს?
By Vangogen Publishing - February 26, 2018
1892 წლის 31 ოქტომბერს, არტუტ კონან დოილის - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ გამოიცა. წიგნი იმ მოთხრობებს აერთიანებდა, რომელსაც არტურ კონან დოილი 1887 წლიდან, ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა.
კონან დოილი შოტლანდიაში დაიბადა, სადაც, ედინბურგის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ აქ, ახალგაზრდა კონან დოილი შეხვდა დოქტორ იოსებ ბელს, პროფესორს, რომელიც განსაკუთრებული დედუქციური შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ წლების შემდეგ, შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟზე მუშაობისას, კონან დოილის ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო სწორედ დოქტორი ბელი იყო.
„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს“ ამ სერიის სხვა წიგნებიც მოჰყვა: „შერლოკ ჰოლმსის მოგონებები“ (1894), „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“ (1905), „შერლოკ ჰოლმსის ჩანაწერების წიგნაკი“ (1927).
0 comments