დოსტოევსკის ხელნაწერების აღმოჩენა: სოჭში, ბათომში, კონსტანტინოპოლში, ოზურგეთში...

By Vangogen Publishing - March 13, 2018

ორი წლის წინად დაჟინებით ლაპარაკობდნენ, რომ თ. დოსტოევსკის დაუბეჭდავი ხელნაწერები ინახება სოჭში. 


ეს ხელნაწერები ჰქონდა მწერლის ქვრივს, რომელიც ამ მასალას გამოსაცემად ამზადებდა და ამის შემდეგ ხელნაწერი ჩნდებოდა ხან ბათომში, ხან კონსტანტინოპოლში, ხან ოზურგეთში და სხ.

ყოველმა ღონისძიებამ ამაოდ ჩაიარა და ხელნაწერი აღმოუჩენელი დარჩა.

ბოლო დროს გამოირკვა რომ ხელნაწერები შეუძენია ვ. მგალობლიშვილს, რომელმაც მცირე ფასებში დაუთმო ზაკკრაეკომს. ზაკკრაიკომმა ხელნაწერების შესასწავლათ დანიშნა კომისია ექსპერტების, რომელშიც მოხვდნენ გრიგოლ რობაქიძე, იგნატოვი და ანანოვი .

ექსპერტების კომისიამ ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ დაადასტურა ხელნაწერების სისწორე და დიდი ლიტერატურული ღირებულობა (როგორც დოსტოევსკის, ისე მისი მეუღლის).

ხელნაწერების აღმოჩენას უსათუოდ აქვს რუსეთის ლიტერატურის ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ხელნაწერებში ბევრი სრული და ახალი მასალებია, რომელნიც ნათელს მოჰფენენ დოსტოევსკის შემოქმედებას და ცხოვრებას.

გაზეთი „ბახტრიონი“, 1922 წ.

  • Share:

მსგავსი სიახლეები

0 comments