1851 წლის 14 ნოემბერს, ნიუ-იორკის ნაპირებს ჰერმან მელვილის - „მობი დიკი“ მიადგა. სწორედ ამ დღეს, გამომცემლობა „Harper & Brothers“-მა ამერიკელი მწერლის რომანი გამოსცა, რომანი რომლის პირველი წინადადება - „დამიძახეთ ისმაილი“ ლიტერატურული ნაწარმოებების ერთ-ერთ საუკეთესო დასაწყისად ითვლება.
„მობი დიკი“ დღეს ამერიკული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაა, თუმცა, საწყის ეტაპზე, კაპიტან აქაბისა და თეთრი ვეშაპის თავგადასავალს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
„მობი დიკი“ დღეს ამერიკული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკაა, თუმცა, საწყის ეტაპზე, კაპიტან აქაბისა და თეთრი ვეშაპის თავგადასავალს, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ჰერმან მელვილი ნიუ-იორკში, 1819 წელს დაიბადა. ახალგაზრობაში ის ვეშაპსანადირო გემზე მსახურობდა.
საზოგადოებამ „მობი დიკი“ არცთუ კარგად მიიღო. მელვილი რომანებისა და მოთხრობების წერას განაგრძობდა, თუმცა, ამით „გადასახადებს ვერ უმკლავდებოდა“. ამიტომაც, 1865 წელს ნიუ-იორკში დაბრუნდა და საბაჟო სამსახურში, ინსპექტორად დაიწყო მუშაობა.
ჰერმან მელვილი 1891 წელს, ლიტერატურული სამყაროსგან მივიწყებული გარდაიცვალა. 1920-იან წლებში, მისი რომანი „მობი დიკი“ მსოფლიომ ხელახლა აღმოაჩინა. მწერლის უკანასკნელი რომანი - „ბილი ბადი“ (Billy Budd) 1924 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ გამოიცა.
0 comments